როგორ მუშაობს და ვრცელდება კოვიდ 19-ის ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში (ვიდეო)
მსოფლიო - 11:38, 24 Nov, 2020     1782

დღესდღეობით მსოფლიოში სულ სამი ვაქცინა ( Pfizer, modernas, Astrazeneca) არსებობს, რომლებიც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით გამოირჩევიან. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული კომპანიების , Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინები მონაწილეობენ ცილის შექმნის პროცესში, რაც მეცნიერთა განცხადებით დიდი მიღწევაა მედიცინისთვის.

ზემოხსენებული ვაქცინები არ შეიცავენ ვირუსის შესუსტებულ ნაწილაკებს, რომელმაც ადამიანის ორგანიზმი უნდა შეამზადოს. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გააჩნია ვირუსის გენეტიკური კოდი და მისი მთავარი მიზანია, რომ მან ადამიანის ორგანიზმი კორონავირუსის გარსის ცილების აღმოსაჩენად უნდა მოამზადოს. აღნიშნული პროცედურის შესახებ ამერიკული საერთაშორისო ფარმაცეფტული კომპანია Pfizer-ი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს.

კოვიდ 19 ადამიანის ორგანიზმში ცხვირის, პირისა და თვალების ლორწოვან გარსის საშუალებით ხვდება- იგი ჯანმრთელ უჯრედში მოხვედრის შემდეგ ამავე უჯრედით ახდენს გამრავლებას, რომლის შემდეგაც აღნიშნული ნაწილაკები ვრცელდება სასუნთქ მილებსა და ფილტვებში. მას შემდეგ რაც ვირუსი ადამიანის უჯრედში შეიჭრება, იგი მასპინძელ ცილასთან ურთიერთქმედებას ახდენს.

ვაქცინის მოქმედება რამდენიმე ეტაპად იყოფა- პირველ ეტაპად აღნიშნულია ის ფაქტი, რომ მეცნიერები კორონავირუსისგან ინფორმაციულ რიბონუკლეინის მჟავას იღებენ და მას ცხიმის გარსით ფარავენ, რათა ადამიანის უჯრედის გარღვევა და მასში შეღწევა მოახერხოს. მეორე ეტაპს წარმოადგენს უშუალოდ ვაქცინის ადამიანის სხეულში შეჟონვა. მას შემდეგ, რაც ვაქცინით ადამიანის ორგანიზმში გენეტიკური მასალა, მ-რნმ ხვდება, იწყება კორონავირუსის ცილის წარმოქმნის პროცესი.

როდესაც ორგანიზმში ახალი ცილა იქმნება, წარმოიქმნება აგრეთვე ლიმფოციტები, რომლებიც მას უცხო სხეულად აღიქვამენ და იწყებენ მის წინააღმდეგ ბრძოლას. ისინი იმახსოვრებენ ვირუსის შესახებ ინფორმაციას და მუდმივად მზად იქნებიან შეებრძოლონ მას და დაბლოკონ მისი გავრცელება ორგანიზმში.

ზემოხსენებულ პროცედურათა ფონზე ადამიანი კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბოლოოდ იმუნიტეტს იყალიბებს. ორგანიზმს შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს ვაქცინის მიღებიდან იმისათვის, რათა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ისწავლოს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ინფიცირებულია ვაქცინის მიღების მომენტში, მას იმუნიტეტი არ გამოუმუშავდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42