კლინიკებში ადგილი აღარ არის , სავარაუდოდ დაგვჭირდება საველე ჰოსპიტლები - ბოჭორიშვილის კლინიკა
COVID-19 - 22:08, 23 Nov, 2020     1653

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი ლია გოლიაძე აცხადებს, რომ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილები აღარ არის. მისი თქმით, კლინიკა ჰიბრიდულია და როგორც რიგით პაციენტებს, ისე კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ.

გოლიაძე ამბობს, რომ ხშირად მათ პაციენტების მიღებაზე უარის თქმა უწევთ, რადგან მათ ადგილები არ აქვთ, ამიტომ საველე ჰოსპიტლები აუცილებელია.

"სამწუხაროდ ჩვენთან თავისუფალი ადგილები არ არის. ჩვენ ვართ ჰიბრიდული კლინიკა, რომელიც იღებს როგორც კოვიდინფიცირებულებს, ისე სხვა პაციენტებსაც...ადგილი კლინიკაში პრაქტიკულად აღარ არის. მიმღებში გველოდება პაციენტი, რომელსაც დადასტურებული აქვს კოვიდი, ერთს გავწერთ, მის ადგილს მეორე პაციენტი იკავებს. რეანიმაციული განყოფილება ძალიან გადატვირთულია და პრაქტიკულად ადგილი აღარ არის. ვისი მკურნალობაც შეიძლება სახლში იმათ ვამოწმებთ და სახლში ვუშვებთ, ხოლო ვისაც სტაციონარი სჭირდება, იმათ ვტოვებთ სამკურნალოდ. სავარაუდოდ დაგვჭირდება საველე ჰოსპიტლები, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავრცელება გვაქვს. პრაქტიკულად კლინიკებში ადგილები აღარ არის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ექიმებიც, ყოველდღე ვისმენთ ცუდ ისტორიებს, ვხვდებით, რომ პაციენტი მძიმეა და მის შველას და კლინიკაში მოყვანას ვერ ვახორციელებთ, რადგან ადგილები არ არის. ჟანგბადის წნევაც არ არის საკმარისი”,- განუცხადა „ფორმულას“ გოლიაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა , ეკატერინე ტიკარაძემ , "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებულთათვის საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არ განიხილება. ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი რესურსია, რათა პაციენტების ნაკადს გაუმკლავდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42