სისტემურ "ლოქდაუნზე" არ ვსაუბრობთ , ისეთი ტიპის ღონისძიებებს განვიხილავთ,რომელიც დაგვეხმარება მობილობის დაწევაში - ცქიტიშვილი
COVID-19 - 20:10, 23 Nov, 2020     1375

ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა , მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და არც ეკონომიკური განვითარება არ იძლევა საშუალებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს სისტემური "ლოქდაუნი", რომელიც გულისხმობს სახლიდან გამოსვლის ან საქმიანობის შეზღუდვას და ა.შ.

ქციტიშვილის განმარტებით, აქტიურად განიხილება წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოვების ან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა, რაც განპირობებულია ეპიდემიის გავრცელების დინამიკით.

"ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგში განვიხილავთ იმ შესაძლო შეზღუდვებს, რომელიც ერთის მხრივ აუცილებელია ვირუსის გავრცელების შენელებისთვის და მეორეს მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ბიზნესს. დაახლოებით 4000 შემთხვევა გვქონდა დღეს და რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთი მაღალი გავრცელების დინამიკა ძალიან უარყოფითად აისახება მათ შორის ეკონომიკაზეც. ყოველგვარი შეზღუდვების დაწესების გარეშეც, დღეს ჩვენ ბიზნესისგან მოვისმინეთ, რომ სწორედ ამ ეპიდემიოლოგიური ფონიდან გამომდინარე მათი გაყიდვები ისედაც შეზღუდულია, ამიტომ ყველას საერთო ამოცანა და საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება, დავასტაბილუროთ სიტუაცია და ამით ჩვენს მოსახლეობას, სავაჭრო ქსელებს, ბიზნესს მივცემთ იმ ჩვეულებრივი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია მათი ეკონომიკური სიძლიერისთვის“, - განმარტა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს შეზღუდვების კონკრეტული ჩამონათვალი და რომ შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა დაწესდეს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით იგეგმება. მათი მიზანია, მობილობის შემცირება.

„როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ, შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, იმ პრაქტიკას რომელსაც ყველა ქვეყანა მიმართავს. ეპიდემიოლოგები მთელ მსოფლიოში თანხმდებიან იმაზე , რომ ვირუსის გავრცელების შენელების ყველაზე ეფექტური საშუალება არის მობილობის დაგდენა, ისევე როგორც პირბადის მოხმარება. როდესაც მობილობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სამუშაო საათების შემცირება გარკვეული დღეების განმავლობაში, გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვა , შეიძლება იყოს ცალკეულ ქალაქებში ან დასახლებებში ტრანსპოტის შეჩერება, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ „ლოქდაუნზე“, ან „ლოქდაუნის“ მსგავს ღონისძიებებზე. ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ღონისძიებებზე ან მათ ერთობლიობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება იმაში, რომ მობილობა დავწიოთ, და შევანელოთ ვირუსის გავრცელება“, - ამბობს ცქიტიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42