"საველე ჰოსპიტლების გამოყენების საკითხს არ განვიხილავთ" - ეკატერინე ტიკარაძე
COVID-19 - 20:01, 23 Nov, 2020     1573

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებულთათვის საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არ განიხილება.

მისი თქმით, ქვეყანაში საკმარისი რესურსია, რათა პაციენტების ნაკადს გაუმკლავდეს.

"ჩვენ საქართველოში ამ საკითხის (საველე ჰოსპიტლების გამოყენებას) არ განვიხილავთ, ვინაიდან გვაქვს არა ერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მობილიზებულია საველე ჰოსპიტლები და კარვები და დღემდე, მიუხედავად იმისა, ითვლება, რომ მათ მეორე ტალღის პიკი გადაიარეს, იქ არც ერთი პაციენტისთვის მომსახურება არ გაუწევიათ. კარვების სანაცვლოდ გვაქვს არა ერთი დამატებითი სივრცე, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება და არის საავადმყოფოების ბაზაზე და ასევე სასტუმროებში, სადაც გვაქვს სრული სამედიცინო სამეთვალყურეო მომსახურება, როგორც კვლევების კომპონენტში, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებით. თუ სწორად ვმართავთ პაციენტების ნაკადს, გვაქვს რესურსი, რომ პაციენტებმა მეტად უფრო კომფორტულ პირობებში გაიარონ ინფიცირების პერიოდი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - აცხადებს ტიკარაძე "იმედის" ეთერში.

საქართველოს კლინიკების ასოციაციის მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამოქალაქო სექტორს დაეხმაროს სამხედრო სამედიცინო სამსახური, რეკომენდებულია დიდი კლინიკების მიმდებარედ, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები (100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, აპარატურით, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით) და ვირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად ჩაერთონ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები და სანიტრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42