დამატებითი შეზღუდვები დაწესება "ლოქდაუნად" ჩაითვლება - რესტორანთა ასოციაციის ხელმძღვანელი
საზოგადოება - 18:56, 23 Nov, 2020     1403

რესტორანთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ერთ-ერთი შესაძლო შეზღუდვა, რომელზეც ხელისუფლება მსჯელობს - ობიექტების სამუშაო საათებისა და დღეების შეზღუდვაა.

მისი თქმით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგივე "ლოქდაუნია".

ბურჯანაძის თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკური მიმართულების მინისტრები ესწრებოდნენ, აზრთა გაცვლა მოხდა, და მორიგი შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება.

"შეხვედრაზე აზრთა გაცვლა უნდა ყოფილიყო და ის მოლოდინი რაც არსებობს კოვიდის განვითარებასთან, მის გაუარებასთან დაკავშირებით, რამდენად შესაძლებელია დამატებითი შეზღუდვების შემოღება, რაც სფეროს დიდად არ დააზარალებდა. წინადადებები იყო შემდეგი: მიწოდების სერვისზე [დილივერზე] გადასვლა სრულიად სფეროსი, საუბარია დიდ ქალაქებზე, იქ სადაც 22:00 საათის შემდეგ კომენდანტის საათია დაწესებული; მეორე - სამუშაო საათების შემცირება. მაგალითად დღეს თუ 21:00 საათზე იკეტება ობიექტი, 20:00-ზე დაიკეტოს, და მესამე - შაბათ-კვირის აკრძალვა რესტორნების მუშაობის. ეს იყო სამსჯელო თემა.

მაგრამ ჩემი მხრიდან გაჟღერდა, რომ რეალურად დღეს რესტორნებისთვის ისედაც იმდენად დიდია შეზღუდვები და რთულია ოპერირება, რომ დამატებით შეზღუდვებს სფერო ვეღარ გაუძლებს და ეს არ არის შეზღუდვა, ეს ჩაითვლება ლოქდაუნად. მეტი დამატებითი შეზღუდვების შექმნა არის ლოქდაუნი, მეტი არაფერი. ამ შემთხვევაში პრობლემა ექმნება არა მარტო რესტორნის მეპატრონეს, არამედ დასაქმებულებსაც, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ ხელფასს და მათი შემოსავალი ნულს გაუტოლდება. ისინი ელოდებიან ჩვენს შემხვედრ წინადადებას", - განუცხადა "ფორმულას" ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42