მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ კომპანია „გორგიას“ კომერციული დირექტორმა, დავით აზმაიფარაშვილმა, განაცხა, რომ სავაჭრო დაწესებულებებთან დაკავშირებით შეზღუდვა შესაძლოა საათების ან დღეების მიხედვით დაწესდეს.
მისი თქმით, ქვეყანაში შეღუდვების ყველანაირი იდეა განიხილეს, საიდანაც ყველაზე ოპტიმალურის ამორჩევა მოხდება.
„შემზღუდავი ზომები შეიძლება იყოს საათობრივი - მუშაობის საათების შეზღუდვა. შეიძლება იყოს კონკრეტული დღეების, მაგალითად, შაბათის და კვირის - ორი დღის ამორჩევა, როდესაც შეიზღუდება საცალო ვაჭრობა, ან შეიძლება ტრანსპორტის შეზღუდვაზეც იყოს საუბარი. აქედან მოხდება ყველაზე ოპტიმალურის ამორჩევა და შევთანხმდებით, რაც ვფიქრობ, რომ ნორმალურად გამოიყვანს ქვეყანასაც და ბიზნესსაც ამ სიტუაციიდან. ყველანაირი იდეა იყო განხილული. ალტერნატიული იდეა არც კი არსებობს იმიტომ, რომ ყველა ვარიანტზე ვისმჯელეთ“,- განაცხადა დავით აზმაიფარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






