კომპანია „ბრიკორამას“ წარმომადგენელმა მამუკა დოლიძემ, მთავრობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ არ უსაუბრიათ.
"ბრიკორამას" წარმომადგენელმა, განმარტა, რომ თუ შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, ამას ბიზნესის სფერო გაუძლებს, ჩაკეტვას და გლობალურ შეზღუდვებს - ვერა.
„ჯერჯერობით არ არიან ჩამოყალიბებული. ეს შეზღუდვები აუცილებელია, რადგან რთულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. მოთხოვნები არ გვქონია, უნდა გავითვალისწინოთ ის ვითარება, რაც არის. შევეხეთ რამდენიმე საკითხს და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება. თუ შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, გაუძლებს, თუ შეზღუდვები გლობალური იქნება, მაგალითად, „ლოკდაუნი“, რაც არ მოხდება, მაშინ ვერ გაუძლებს. ჯერჯერობით კონკრეტულ შეზღუდვებზე საუბარი არ არის“, - განაცხადა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






