ნოემბრის ბოლო იქნება ძალიან საყურადღებო , თუმცა პრევენციული ღონისძიებებით შევძლებთ, თუნდაც დღეში 4000-იანი ინფიცირება შევინარჩუნოთ - გაბუნია
COVID-19 - 17:57, 23 Nov, 2020     1221

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, ნოემბრის ბოლო ძალიან საყურადღებო იქნება. მისი თქმით, შეზღუდვების დაწესების შემდეგ შესაძლებელი იქნება, კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს და "თუნდაც 4000-იან ნიშნულზე შეჩერდეს".

თამარ გაბუნიამ ხაზგასმით განაცხადა, რომ კრიტიკულად აუცილებელია პირბადის გამოყენება.

"ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ ჯერ კიდევ ვერ ვამბობთ, ეს არის პიკი თუ შემდეგი მატება კიდევ წინ გვაქვს თუ არა. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ დავიცავთ იმ წესებს, რაც უნდა დავიცვათ. მათ შორის პირბადის გამოყენება. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნოემბრის ბოლო იქნება ძალიან საყურადღებო, თუმცა, პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია გარკვეული სტაბილიზაცია, რომ ჩვენ თუნდაც 4000-იან ნიშნულზე შევნარჩუნდეთ გარკვეული პერიოდი. სულ მცირე 2-3 კვირა მაინც იქნება საჭირო, ვიდრე სტაბილიზაციის შემდეგ რაღაც კლებას მივიღებთ. ეს აუცილებლად იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავიცავთ წესებს, მათ შორის, პირბადე არის კრიტიკული ფაქტორი. მთელი ევროპა პირველ ადგილზე აყენებს პირბადის გამოყენება”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების შემცირების მოტივით ხელისუფლება შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. თუმცა, ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებიათ. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სრული ჩაკეტვა, ე.წ ლოქდაუნი არ იგეგმება, თუმცა, მოსალოდნელია "წერტილოვანი შეზღუდვები".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42