2020 წლის ბოლოს აზერბაიჯანი შევა ეკონომიკური ზრდის ახალ პლატოზე. შიდა ინვესტიციების მთავარ ობიექტად კი განისაზღვრება ყარაბაღი. ილჰამ ალიევმა შეადგინა ყარაბაღისა და დაკარგული ტერიტორიების ეკონომიკური აღორძინების ძირითადი პროექტი. ასევე დამტკიცდა იმ სახელმწიფო კომპანიების სია, რომლებიც ჩადებენ ინვესტიციებს მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური აღმავლობისათვის.
ყარაბაღისა და დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის პროგრამა იქნება აზერბაიჯანის რეგიონების სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროექტის ანალოგი, რომელიც ილჰამ ალიევის მიერაა შედგენილი. მომდევნო 5 წლის განამვლობაში ყარაბაღში 10 მილიარდი $-ის ინვესტიცია ჩაიდება.
სულ განისაზღვრა 20 სახელმწიფო კომპანია, რომლებიც მოგების 20 %-ს გადაურიცხავენ აზერბაიჯანის საინვესტიციო ჰოლდინგს. საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორებიცაა: ნავთობ კომპანია სოკარი, ავიაკომპანია აზალი, აზერბაიჯანის რკინიგზა, ბაქოს მეტროპოლიტენი, კასპიის ზღვის გადამზიდი, აზერბაიჯანის ოქრო, აზერ-ენერგი, აზერ-წყალი, აზერ-შუქი, ჰიდროტექნიკური მელიორაციები, აზერიკოსმოსი, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი, აზერ თურქ ბანკი.
მასალის გამოყენების პირობები






