რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ხანძარი ფართოდ გავრცელდა, ერთ-ერთმა ძაღლმა საავადმყოფოს პაციენტები სიკვდილისგან იხსნა- იგი ალმოდებულ შენობაში შეიჭრა და განგაშის ღილაკს დააჭირა, რომლის შემდეგაც სამაშველო სამსახურები გამოცხადდნენ ადგილზე.
ორსული ძაღლი, სახელად მატილდა ამ დრისთვის მძიმე დამწვრობების ფონზე რეაბილიტაციის კურსს გადის- მას შემდეგ რაც ნახშირბადის მონოქსიდის გამონაბოლქვი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, მან გონება დაკარგა. სახანძრო სამსახურის ადგილზე მოსვლის შემდეგ, ჰოსპისის ოთხივე პაციენტი გამოიყვანეს შენობიდან- არც ერთ მათგანი არ დაშავებულა.
მატილდას ვასილეკის ცხოველთა თავშესაფარში მკურნალობენ- დამწვრობის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებების გამო ძაღლი ტიროდა და ცახცახებდა. ცხოველმა კისრის, მუცლისა და სახის არეში მძიმე დამწვრობები მიიღო. ფეხმძიმედ მყოფი მატილდას შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნაყოფის ზრდა-განვითარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები






