ბრიტანული კომპანია ASTRAZENECA-ს წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებით, ახალი ვაქცინა 90 %-იანი ეფექტურობით გამოირჩევა, რომელსაც გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება. ამის შესახებ REUTERS-ი წერს.
ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილმა ვაქცინამ აღნიშული დამაიმედებელი შედეგი მას შემდეგ აჩვენა, როდესაც ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეთა ორგანიზმში 1 თვიანი ინტერვალით ვაქცინის ორი დოზა იქნა შეყვანილი
„ამ ვაქცინი ეფექტურობა და უსაფრთხოება ადასტურებს, რომ იგი ძალზე მოქნილი და საიმედო იქნება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რის ფონზეც მას დიდი გავლენა და პოზიტიური ეფექტი ექნება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ჯანდაცვის უწყებაზეც“ - განაცხადა კომპანია Astrazeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიოტმა.
ბრიტანეთის პრემიერმ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ზემოხსენებულ ფაქტს ამაღელვებელი და პოზიტიური უწოდა გაერთიანეული სამეფოსთვის.
მასალის გამოყენების პირობები






