ჟურნალისტების თქმით, მილიციის ხელმძღვანელობა ნაცემ სამართალდამცავებს გაგდებით დაემუქრა. რადგან ისინი გაფრთხილებული იყვნენ არ შეხებოდნენ „წიტუშკებს“ (უკრაინული „ზონდერები“).
კიევის ცენტრში, მარიინსკის მოედანზე, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდების ჯგუფმა, "Громадського телебачення"-ს ორი ჟურნალისტი გალახა. „სპორტსმენებმა“ ჟურნალისტებს ასევე გაუტეხეს კამერა და აართვეს „ფლეშკა“.
დაშავებულმა ჟურნალისტმა დიმიტრი გნაპმა "Громадського телебачення"-ს ეთერში მოყვა, რომ „წიტუშკებმა“ ორ მილიციონერ ასევე სცემეს.
მან და ოპერატორმა იაკობ ლუბჩიჩმა ინციდენტის დეტალების შესახებ ისაუბრეს: „პრეზიდენტის სასახლის წინ „წიტუშკების“ უზარმაზარი ჯგუფია მაიდანზე წამოსასვლელად გამზადებული“. „იინი კოლონებად დგანან - მთელი მოედანი მარიინსკის სასახლესთან. ჩვენ ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“.
მასალის გამოყენების პირობები






