ამერიკელთა კორონავირუსის პრევენცირებისთვის აუცილებელი ვაქცინაცია ქვეყანაში 11-12 დეკემბერს ოფიციალურად დაიწყება. ამის შესახებ ამერიკული მედია ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელზე, მონსეფ სლაუზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი გეგმაა, რომ ვაქცინა მივიტანოთ იმუნიზაციის ადგილებზე მისი დამტკიცებიდან 24 საათში, რისთვისაც ერთი ან ორი დღე საკმარისი იქნება. ასე რომ, ეს პროცესი აქტიურად 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“ - განაცხადა სლაუიმ CNN-თან ინტერვიუში.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ამერიკული კომპანიების, Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ წარმოებულ ორ ვაქცინაზე, რომელმაც 95 %-იანი ეფექტურობა გამოავლინა კვლევების შედეგად.
ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციის ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ვაქცინათა ოფიციალურ მოხმარებაში დამტკიცების პროცედურას 10 დეკემბერს განიხილავს.
სლაუის თქმით, დეკემბერში აშშ-ში 20 მილიონამდე ადამიანი მიიღებს ვაქცინას, ხოლო მომავალ ყოველ თვეს კი 30 მილიონამდე მოქალაქეს აცრიან.
მასალის გამოყენების პირობები






