სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტის, ლევან ყიფიანის განცხადებით, სამინისტროს აქვს ინფორმაცია, რომ მოხდა დისციპლინარული დარღვევა.
"ჩვენ თავიდანვე ჩავერთეთ. ჩართული იყო ჩვენი საელჩოც. ძიუდოს ფედერაცია იმსჯელებს ამის შესახებ. შესაბამისად, გვეცოდინება რა მოხდა და როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა", - განაცხადა ყიფიანმა და აღნიშნა, რომ ეს არის ჩვეულებრივი პრობლემა ფედერაციებში და გუნდებში.
ქართველი ძიუდოისტები იაპონიიდან გამოაძევეს. როგორც ირკვევა ქართველმა მოჭიდავეები სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესი დაარღვიეს.
ქართველი სპორტსმენები საუბრობდნენ ხმამაღლა; უსმენდნენ მუსიკას, რაც ასევე ნორმის დარღვევაა. რიგითი მოქალაქისგანაც შევიდა საჩივარი მათზე ქუჩაში ველოსიპედით ზომაზე სწარაფად მოძრაობის შესახებ; ერთ-ერთ სპორტსმენმა კი სასტუმროში უნებლიედ ცეცხლმაქრი ბალონი აამუშავა.
ნაკრები უკვე დაბრუნდა თბილისში.
მასალის გამოყენების პირობები






