მომღერალ ნინი ბადურაშვილის მიმართ ინტერესი არასდროს წყდება.
განსაკუთრებით აქტუალურია ნინის პირადი ცხოვრებისადმი ინტერესი.
წლების წინ, აქტიურად დაიწყეს საუბარი ნინის და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის რომანის შესახებ საუბარი.
ჭორები მათი რომანის შესახებ მას შემდეგ გახდა აქტუალური, როდესაც ნინი ბიზნესმენთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა. მათთან ერთად იმყოფებოდა ნინი ბადურაშვილის დედაც მსახიობი ეკა კახიანი.
რადიო “ფორტუნა პლიუსის” გადაცემა ვიზიტორში სტუმრობისას, ნინიმ სწორედ ამ ჭორის შესახებ ისაუბრა.
შენი რომანების შესახებ ბევრს საუბრობდნენ, გვესაუბრე ამის შესახებ და ასევე გვითხარი რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
პირველი კლასიდან ერთად ვართ და არანაირად არ განიხილება როგორც სიყვარულის ობიექტი. გიორგის ჩემზე ისეთი მესიჯები მისდიოდა, ეუბნებოდნენ, რომ ურჩხული ვიყავი და ჩემგან დროზე გაქცეულიყო. არ გაიკარო, ეგ არის საშინელება, დაიღუპები გიორგი – წერდნენ. ერთად ვკითხულობდით ამ მესიჯებს.
გადაცემის წამყვანი გიგა ბატკუაშვილი დაინტერესდა რა ხდება ახლა ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში და ჰკითხა დაეკონკრეტებინა, არის თუ არა ნინი მინდვრის თაგვივით ისეთივე მარტო, როგორც თავად რადიო გადაცემის წამყვანი, რაზეც ბადურაშვილი დაეთანხმა.
“ამ ეტაპზე არაფერია ჩემს პირადში ახალი, მინდვრის თაგვივით მარტო ვარ (იცინის). არის გარკვეული სიმპათიები, თუმცა სერიოზული არაფერი” – განაცხადა ნინიმ.
ნინი ბადურაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე კლასელები არიან, რაც გადაცემაში ნინიმაც აღნიშნა და განაცხადა, რომ ისინი პირველი კლასიდან ერთად მოდიოდნენ.
გიორგი ჩიკვაიძე წარმატებული ბიზნესმენია, რომელსაც იახტების კომპანია აქვს. მას კარგად იცნობენ უცხოურ ელიტარულ წრეებში, ბიონსესთან, ჯორჯ ბენსონთან და სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან პირადი ურთიერთობები აქვს და რამზესის სახელით ცნობენ.
გიორგი ჩიკვაიძეს ნინი ბადურაშვილი ბავშვობაში უყვარდა, რასაც არ მალავს და ამბობს, რომ ნინის სხვანაირი ბიჭები მოსწონდა, ამიტომაც მათი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრული გახდა.
“მე და ნინი ვიყავით კლასელები, ძალიან დიდი ხანი მიყვარდა, მთელი ბავშვობა, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, სხვანაირი ბიჭები მოსწონდა. დღეს ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ჩემი თავის გამკვირვებია დღეს, როდესაც ჩემთან ეს გრძნობა დამთავრდა, მაშინ დავიწყეთ მეგობრობა”- აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ჩიკვაიძე.
მასალის გამოყენების პირობები






