მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედა, ლამარა ტერელიძე შაბათის ფორმულასთან ამბობს, რომ მიზეზი, რატომაც ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს მიკრო საფინანსო ემ ბი სი-ის შენობაში შეიჭრა ეკონომიკური სიდუხჭირეა.
როგორც ლამარა ტერელაძე ამბობს, ოჯახს წამლების შესაძენად საკმარისი შემოსავალი არ აქვს და სწორედ ამიტომ იყო თავდამსხმელის ერთ-ერთი მოთხოვნა წამლებზე ფასების დაწევა.
"წამლები მჭირდება, იცით როგორ მოიმატა წამლებზე ფასმა. ნერვიულობს - შენს მეტი არავინ მყავს და შენც რომ რამე მოგივიდეს რა უნდა გავაკეთოო, მეუბნება - წამლებიო ალბათ ამიტომ თქვა, მე მარტო ხო არ ვარ ქვეყანას უჭირს.
ბოლო სამი თვე ძალიან გაგვიჭირდა. ვიხდიდით ბანკში, ჩვენ არ გვაქვს დავალიანება, მაგრამ მერე რომ არაფერი გვრჩებოდა ეს იყო ჩვენი პრობლემა. რომ ხედავდა ამას რომ არსაიდან შემოსავალი არ იყო, ეტყობა ამან ზემოქმედება მოახდინა",-ამბობს თავდამსხმელის დედა.
მასალის გამოყენების პირობები






