7 წლის გოგონა ჯგუფურად გააპატიურეს, კიდურები მოაჭრეს, ხოლო შავი მაგიის რიტუალისთვის სხეულიდან ორგანოები ამოიღეს. აღნიშნული შემთხვევა ინდოეთში მოხდა. ბავშვი ერთ-ერთი ეროვნული ფესტივალის ღამეს გაუჩინარდა, ხოლო მისი სხეულის ნაწილები და ტანსაცმელი ჯუნგლებში იქნა აღმოჩენილი, ერთ-ერთი ხის ქვეშ.
პოლიციის თქმით, მკვლელებმა ბავშვს ამოაჭრეს ღვიძლი და ფილტვები, რომლებიც მიუტანეს შავი მაგიის რიტუალის შემსრულებელ ერთ-ერთ მამაკაცს, სახელად ფაშრუმსა და და მის ცოლს, რომლებმაც შეჭამეს ადამიანის ორგანოები, რაც მათი აზრით, გაზრდიდა ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსსა და ნაყოფის ჩასახვას.
ინდური მედიის ფაშრუმმა თავის ძმისშვილსა და მის მეგობარს დაავალა, რომ ბავშვი გაეტაცათ და მიეტანათ მისთვის მცირეწლოვნის ღვიძლი. მან ამის შესახებ პოლიციას მოუყვა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ძმისწული დანაშაულებრივი აქტის დროს მთვრალი იყო- მან და მისმა მეგობარმა პატარა გოგონა მაშინ გაიტაცეს, როდესაც იგი დივალის ფესტივალის აღსანიშნავად სახლიდან ფეიერვერკების საყიდლად გამოვიდა.
ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს გოგონა- შეიყვანეს ჯუნგლებში და 1 საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ, შემდეგ კი მას ორგანოები ამოაჭრეს. ფაშრუმმა სამართალდამცავებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იგი 1999 წლიდან დაქორწინებულია და ჯერ კიდევ არ ჰყავთ ბავშვი და სწორედ ამიტომ მიმართა ამ საზარელ რიტუალს, რაც მისი აზრით ცოლის დაორსულების შანსს გაზრდიდა.
მასალის გამოყენების პირობები






