თურქეთი გეგმავს ჩინური კომპანია SINOVAC BIOTECH-ისგან შეისყიდოს კოროანვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები. კონტრაქტის გაფორმების ფონზე საუბარია 20 მილიონი დოზა ვაქცინის ქვეყანაში იმპორტირებაზე. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა.
„დეკემბერსა და იანვარში ვაპირებთ, შევიძინოთ ჩინური ვაქცინის 20 მილიონამდე დოზა, რომელიც უზრუნველყოფს კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციას. მისი განცხადებით, ოფიციალური ანკარა აგრეთვე აქტიურ მოლაპარაკებებს ახორციელებს კომპანიებთან, Pfizer-თან და BIONTECH-თან ვაქცინის დამატებითი დოზების შესასყიდად. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საბოლოო კვლევებით დადასტურდა Pfizer-ის ვაქცინის 95 %-იანი ეფექტურობა, მასზე მოთხოვნა უკანასკნელი დღეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.
თურქეთში კოვიდ 19-ის შემთხვევათა რაოდენობა 400 00-ს გასცდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა კი 11 820-ს შეადგენს. ამ დროისთვის ვირუსი 361 655-მა ადამიანმა დაამარცხა, ხოლო 52 153 ინფიცირებული ჯერ კიდევ განაგრძობს მკურნალობას.
მასალის გამოყენების პირობები






