საფრანგეთის სენატი განიხილავს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ოფიციალურმა პარიზმა უნდა აღიაროს მთიანი ყარაბაღის რეზოლუცია. დოკუმენტი განთავსებულია პარლამენტის ოფიციალურ საიტზე. აღნიშნული კანონპროექტის ავტორის, სენატორი ბრიუნო რეტაიოს განცხადებით, ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს 25 ნოემბერს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არაერთხელ გამოხატა სომხეთის მიმართ მხარდაჭერის აქტი, რა დროსაც მან დაგმო თურქეთის ჩართულობა მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და აღმასრულებელი ხელისუფლება არ იქნება ვალდებული მათ მიერ მიღებული ე.წ კანონპროექტის შესაბამისად იმოქმედონ და აღიარონ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა.
მასალის გამოყენების პირობები






