ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა უკრაინის ექს-პრენიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან განაცხადა „აღმოსავლეთპარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის ჩარჩოში იულია ტიმოშენკოს ქალიშვილთან, ევგენიასთან შეხვედრისას.
შეხვედრისას შულცმა ევგენია ტიმოშენკოს გადასცა წერილი დედამისის მისამართით. წერილში, კერძოდ, აღნიშნულია: „ევროპის პარლამენტი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ უკრაინამ ერთმხრივად გადაწყვიტა შეეწყვიტა ევროპის კავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერის პროცესი“.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტების, კოქსისა და კვასნევსკის მისიამ დიდი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ მოეხსნა წინაღობები, რომლებიც შეთანხმების ხელმოწერის გზაზე იყო. წერილში ნათქვამია, რომ მისიის ყველა მცდელობის მიუხედავად, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების საკითხი კვლავ გადაუწყვეტელი რჩება.
ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების დასახული მიზნის ბოლომდე ერთგულია.
მასალის გამოყენების პირობები






