ბრიტანულ და ავსტრალიურ მედიაში გამოქვეყნდა გამოძიების სარწმუნო შედეგები, რომლითაც დგინდება, რომ ავსტრალიურმა ელიტურმა სამხედრო დანაყოფებმა ავღანეთის ომის დროს უკანონოდ მოკლეს 39 ადამიანი- მშვიდობიანი მოქალაქეები. გამოძიება 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც დადგინდა აღნიშნული შედეგები.
სამართლდამცავთა მიერ ნათქვამია, რომ საქმე ეხება 19 მოქმედ ან ყოფილ სამხედროს, რომლებიც დამნაშავეები არიან პატიმრების, ფერმერებისა და სხვა სამოქალაქო პირების დახოცვაში 2009-იდან 2013 წლის განმავლობაში.
გამოძიების ფარგლებში სულ გამოიკითხა 400-მდე მოწმე. არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები იმისა, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცებს თავიდან აკვლევინებდნენ პატიმრებს, როგორც საცდელი ე.წ კურს. კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედრებთან იარაღსა და სხვა ნივთებს ალაგებდნენ.
ავღანეთის მთავრობა ავსტრალიელი პარტნიორებისგან მიიღო გარანტია, რომ ისინი მზად არიან უზრუნველყონ სამართლიანობის დაცვა და დამნაშავეები დააპატიმრონ.
მასალის გამოყენების პირობები






