იტალიის პოლიციამ პაციენტისთვის დონორი თირკმლის მისატანად LAMBORGHINI HURACAN-ის მოდელით 487 კილომეტრი გაიარა. სტანდარტული სვლით, გზას დაახლოებით ექვსი საათი მაინც უნდა დასჭირვებოდა, თუმცა სპორტული მანქანის შესაძლებლობათა ფონზე დანიშნულების ადგილას აღნიშნული სასიცოცხლო ორგანო 2 საათში მიიტანეს. ორ საავადმყოფოს შორის არსებული გზის მონაკვეთზე სამართალდამცავთა მანქანის საშუალო სიჩქარემ 233კმ/სთ შეადგინა.
Lamborghini-ს ახალი მოდელი იტალიის პოლიციამ 2017 წელს მიიღო . ზემოხსენებული ფაქტის ამსახველ ვიდეოსა და მომხდარი ამბის შესახებ ტექსტი TWITTER-ის ოფიციალურ გვერდზე იტალიის სამართალდამცავმა უწყებამ გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, მანქანაში ჩამონტაჟებული ყოფილა ე.წ მაცივარ-საბარგული და დეფიბრილატორი, რაც საშუალებას იძლეოდა ადამიანის ორგანოს ტრანსპორტირებისთვის. პოლიციამ გეზი ქალაქი პადუას საავადმყოფოსკენ დედაქალაქადიან, რომიდან აიღო.
„სიცოცხლის გადასარჩენად არ გჭირდებათ ზესახელმწიფოები.სოლიდარობა, ტექნოლოგია და ეფექტურობაც საკმარისია ამისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს LAMGORGHINI HURACAN-ს“ - წერია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






