"იცით, მე კიდევ ველოდები მედეას, ველოდები და კარებისკენ ვიხედები – ახლა შემოვა ღიმილიანი, ხალისიანი, ციმციმა თვალებით, მომიალერსებს..." - შატილში გარდაცვლილი 25 წლის გოგონას დედა
საზოგადოება - 23:55, 18 Nov, 2020     1254

შატილში საბედისწერო ტურის დროს გარდაცვლილი 25 წლის მედეა დევსურაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს :

„იცით, მე კიდევ ველოდები მედეას, ველოდები და კარებისკენ ვიხედები – ახლა შემოვა ღიმილიანი, ხალისიანი, ციმციმა თვალებით, მომიალერსებს, ხელებს გაშლის და ჩამეხუტება სიტყვებით – “დე მიყვარხარ”. მეც მაგრად მივიკრავ გულზე ისე, როგორც პატარაობისას ვიკრავდი და ვეფერებოდი- დუჩიკო, გენაცვალოს დედა მეთქი.

ველოდები ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს. ერთი კვირის წინ მოვიდა, მართლა, გამთენიისას მოვიდა, ზურგით ვიდექი, რაღაც არომატი ვიგრძენი, მივხვდი – მოვიდა, გამიხარდა, სიხარულით ორჯერ წავიღიღინე – ” ჩეემი დუჩიკო მოსულაა, ჩეემი დუჩიკო მოსულაა” და შემოვტრიალდი. ბრწყინავდა, ისეთი ლამაზი იყო, სახე ანათებდა, ბედნიერად იღიმებოდა, ძალიან გახარებული იყო, ჩავეხუტე, ახალი ფეხსაცმელი ეცვა, ყვითელი, ახლად გაპრიალებული. ამ დროს ქუჩაში მანქანამ ხმაურით გაიარა და გამაღვიძა… ისეთი ბედნიერი და სავსე ვიყავი, ცოტა ხნით გულის სიცარიელე რომ შეივსო, ის სიცარიელე, რაც 23 აგვისტოს შემდეგ მედეასთან განშორებამ დამიტოვა. უკიდეგანო სიცარიელე! უკიდეგანო ტკივილი! უკიდეგანო მონატრება! რატომ! რატომ! რატომ! – გაუსაძლისია, როდესაც კითხვაზე პასუხი არ არსებობს.

რატომ არ შემიძლია დღეს ჩემი ლამაზი შვილი გულში ჩავიკრა, რატომ არ შემიძლია მის ფერიასავით მშვენიერ სახეს სიამაყით ვუყურო და დავტკბე. მედეა უფალთან არის და ზუსტად ვიცი, რომ უფალი მფარველობს მას, არ დატოვებს უნუგეშოდ, მედეა ანგელოზია!“, – წერს ლიკა სიმონიშვილი სოცქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42