აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია, Pfizer და გერმანული BioNTech აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა, საბოლოო შედეგების მიხედვით, 95%-ით ეფექტურია და ეს შედეგი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 8 თვიანი ეპიდპერიოდის განმავლობაში.
კომპანიების თქმით, მათ ვაქცინას მძიმე გვერდითი ეფექტები არ აქვს და იმედი აქვთ, მსოფლიო მალე დაამთავრებს პანდემიასთან ბრძოლას.
"ვაქცინის საბოლოო შედეგი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ისტორიული, 8-თვიანი ეპიდპერიოდის განმავლობაში", - ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი.
პროფესორი, ბიოტექნიკური კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი და პოტენციური ვაქცინის გამომგონებელი, უღურ შაჰინი,აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის ზაფხულისთვის უკვე საგრძნობად ამოქმედდება. ასევე, პროფესორმა დამაიმედებელი და პოზიტიური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მომავალი წლის ბოლოს ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინამ თავდაპირველად 90%-იანი ეფეწტურობა აჩვენა. პოტენციურ ვაქცინათა შორის ლიდერობს ასევე Moderna, რომელიც თითქმის 95%-ით ეფექტურია. თუმცა ,მისი კლინიკური გამოცდა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.
მასალის გამოყენების პირობები






