ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მადლობას უხდის, ვინც ურეკავს, წერს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდება და ბოდიშს უხდის მათ, ვისი პასუხიც ფიზიკურად ვერ მოახერხა.
"რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას-მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას... რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით - 37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით", - წერს თენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით, პერიოდულად ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ამ გზით მიაწვდის.
მასალის გამოყენების პირობები






