იმაზე მეტი ინფიცირებული პაციენტია ვიდრე წარმოგვედგინა...ცხოვრებაში უარი არ მითქვამს პაციენტის მიღებაზე, 10 დღეა, ბევრი "არა" ვთქვი - ლევან რატიანი
COVID-19 - 17:04, 17 Nov, 2020     1241
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი, აცხადებს, რომ საქართველოს სამედიცინო სტრუქტურა ევროპის წამყვანი სტურუქტურებისგან განსხვავდება. რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში იმაზე მეტი ინფიცირებული პაციენტია ვიდრე წარმოედგინათ. ამის შესახებ რატიანმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო“,- განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, პაციენტის მიღებაზე არასდროს უთქვამს უარი, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე ბოლო ათი დღეა ბევრს პაციენტს უთხრა „არა“, რაც მისთვის ძალიან გულსატკენია.

„მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არასდროს არ ვლაპარაკობ ჩურჩულით, ვლაპარაკობ მხოლოდ იმას, რასაც ვფიქრობ. ჩვენი სამედიცინო სტრუქტურა არ არის, როგორც ევროპის წამყვან ქვეყანაშია, მათი ბიუჯეტი მკვეთრად განხვავდება ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სერვისების ბიუჯეტისგან.

აქედან გამომდინარე, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, თუნდაც ევროპის წამყვანი, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე ინფექციის გავრცელებასთან გვაქვს საქმე...

როდესაც პატრონი ან სასწრაფო მირეკავდა, ცხოვრებაში "არა" არ მითქვამს პაციენტის მიღებაზე, იმიტომ, რომ ეს ექიმობაა, იმიტომ გეუბნებიან - "დამეხმარე", რომ შენი იმედი გააჩნიათ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა, თითქმის ათი დღეა, ბევრი "არა" მაქვს ნათქვამი პაციენტის გადმოყვანისთვის, რაც სიმართლე გითხრათ, ეს გულსატკენია როგორც ექიმისთვის“,-ამბობს რატიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42