რუსეთში ჯანდაცვის უწყების ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ციმბირში კორონავირუსის მუტაციური შტამი იქნა აღმოჩენილი.
„ჩვენ ვაფიქსირებთ გარკვეულ ცვლილებებს ციმბირის რეგიონში, რაც იმის ვარაუდისა და ფიქრის საშუალებას გვაძლევს, რომ რეგიონში ვირუსის განსხვავებული მიმართულებით ტრანსფორმირება ხდება. მიმდიანრეობს მუტაცია“ - აცხადებენ რუსეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ანნა პოპოვა.
რუსეთში ამ დრომდე არ აცხადებენ აღნიშნული ვირუსი რა სიმძლავრისაა და თუ რა ნეგატიური შედეგების მქონე შეიძლება იგი იქნეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში უმძიმესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა- უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 22 778 ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ით. აღნიშნული მაჩვენებელი რეკოდრულია- ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 303 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან. საერთო ჯამში ქვეყანაში 33 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 1 971 013-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






