"პრაქტიკულად აქ ყველა ერთმანეთთან შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში არ არის საკმარისი. ამ სიტუაციაში უკვე საჭიროა მეტი წერტილოვანი შეზღუდვების გაკეთება. ჩვენ არ შეგვიძლია მთლიან ლოქდაუნზე, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ , პაატა იმნაძემ.
ასევე , ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა რომ მოხდება მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა, ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაგრძელდება.
ექსპერტები აცხადებენ, რომ საწოლები იმათთვის უნდა დაიზოგოს ვისაც ეს რეალურად სჭირდება და მოსახლოებამ უნდა იცოდეს, რომ კორონავირუსის დიაგოზი აუცილებლად ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ დაწესებული შეზღუდვები არი არის საკმარისი და კიდევ უფრო გამკაცრდება.
მასალის გამოყენების პირობები






