"12 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრების პირველი კომენტარი - "ესაჭიროებოდა ჟანგბადი და დროულად არ მოხდა მიწოდება“
COVID-19 - 11:24, 17 Nov, 2020     1413

ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს.

12 წლის გოგონას ბაბუა ამბობს, რომ მის შვილიშვილს კლინიკაში მოთავსებამდე ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურა არ აღენიშნებოდა.

მისი თ ქმით, რეანომობილს სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდა.

''დაახლოებით 01:30 საათი იყო, ბავშვი შეუძლოდ გახდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სისხლის გადასხმა დაუწყეს, თუმცა ნახევარი ჰქონდა გადასხმული, სასწრაფო გამოიძახეს და თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი და კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ. იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა. როგორც მე ვიცი, აზოტი ჰქონდა. კლინიკაში რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი მეყოლებოდა.

კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. ტემპერატურით შემოვიდაო რომ ამბობენ, ეგ აწყობთ მაგათ. არავის აქვს სახლში სიცხე, 7 წევრი მყავს. დიალიზი სჭირდებოდა. შაბათ-კვირას დასვენება იყო. საღამოს მითხრა კარგად არ ვარო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რეანომობილში ჟანგბადი არ ეყო“, - აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა.


12 წლის ბავშვის თემაზე, პირველი კომენტარი გააკეთეს დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში. კლინიკის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, მოზარდი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მას ქონდა ცხელება და ქრონიკული დაავადება.
“ჩვენი კლინიკის მედ-პერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. გუშინ ღამის საათებში, შემოყვანილი იქნა 12 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაში. კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ქრონიკული მძიმე დაავადების გამო დიალეზის ჩატარება ესაჭიროება. დარღვეული იყო კლინიკურ ლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მოხდა რეფერირება თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ, პასპორტირების გამო პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნართან გარდაიცვალა. კლინიკაში შემოსვლილსას სხვადასხვა სისტემის უკმარისობა ჰქონდა, თუმცა, წამყვანი დაავადება იყო ქრონიკული დაავდება, რომელიც პერიოდულად სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა. დიალეზი ჩვენს კლინიკაში არ ტარდება, ბავშვს მძიმე ფონური დაავადება ჰქონდა. შიდა სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს”,- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42