ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევიდან 1 202 თბილისში გამოვლინდა - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
COVID-19 - 11:08, 17 Nov, 2020     965
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან ინფიცირებულთა რაოდენობით ისევ თბილისი ლიდერობს, სადაც 1 202 შემთხვევა გამოვლინდა.

სიჭინავამ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დეტალური ანგარიში წარადგინა:

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 85 952-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელების კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას, როგორც ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებით, ასევე დღესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების ციფრს. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 68 929-მდე.

დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში - 469, იმერეთში - 302, ქვემო ქართლში - 259, შიდა ქართლში - 173, გურიაში - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 355, კახეთში - 117, მცხეთა-მთიანეთში - 86, სამცხე-ჯავახეთში - 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219. 5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 911, იმერეთში - 1 142. მძიმე პაციენტი გვყავს 740, მათ შორის, თბილისში - 378, აჭარაში - 137, იმერეთში - 115. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი, მათ შორის, თბილისში - 132, აჭარაში - 117, იმერეთში - 24. 3 351 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 607 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 222 - იმერეთში. 7 206 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 797 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 424, აჭარაში -1 610, ხოლო იმერეთში - 32.

სულ 6 ოქტომბრიდან - 16 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 15 831 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 14 881 პირი, აჭარაში - 16 724, იმერეთში - 5 387“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42