ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთისთვის მომუშავე ჰაკერები თავს დაესხნენ იმ 10-ზე მეტ ორგანიზაციასა და კომპანიას, რომლებიც კოვიდ 19-ს ვაქცინის შექმნააზე მუშაობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით- ამის შესახებ კომპანია MICROSOFT-ის კიბერ უსაფრთხოების უწყებაზე დაყრდნობით REUTERS-ი ავრცელებს ინფორმაციას.
აღნიშულმა ამერიკულმა გავლენიანმა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ განაცხადა, რომ რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა ზედმეტსახელით, “FANCY BEAR”-მა და ჩრდილო კორეულმა კიბერ ორგანიზაციებმა, ZINC-მა და CERIUM-მმა მოახერხეს შეღწევა ფარმაცეფტული საკვლევი კომპანიების ქსელებში, რომლებიც განლაგებულნი არიან კანადაში, საფრანგეთში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
MICROSOFT-ის ოფიციალური წარმომადგენლობის თქმით, ზემოხსენებული ჰაკერული ჯგუფების თავდასხმის ობიექტები იყვნენ ის ორგანიზაციები, სადაც კოვიდ 19-ის ვაქცინის შექმნა ჯერ კიდევ პროცესშია. მათი თქმით, ჰაკერთა მცდელობის უმრავლესობა კრახით დასრულდა, თუმცა თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა წარმატებული აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






