დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ , საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ რისკ ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდა.
"დღევანდელი რიცხვით, გრიპზე აცრილია 91 ათასი ადამიანი. ქსელში არის განაწილებული დაახლოებით 30 ათასი დოზა ვაქცინის, ამიტომ, ვთხოვ კიდევ და კიდევ რისკ ჯგუფებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად მიმართონ პოლიკლინიკებს, რათა გრიპის საწინააღმდეგოდ დროულად იქნას გამომუშავებული იმუნიტეტი", - ამირან გამყრელიძე.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, გრიპის ვაქცინაზე ორსულების მიმართვიანობა განსაკუთრებით მცირეა.
„ძალიან მცირეა მიმართვიანობა ორსული ქალბატონების, სულ რაღაც 1500-ის ფარგლებშია და სასურველია, ორსული ქალბატონები მთელი ამ სეზონის განმავლობაში მაქსიმალურად იყვნენ აცრილი, ასევე 65 წელს ზემოთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ვისაც აქვს გულის ან ფილტვების ქრონიკული დაავადებები. შედარებით კარგად იცრებიან პაციენტები დიაბეტით და ასევე, ყველაზე მეტი სამედიცინო პერსონალი იქნა აცრილი, რაც კარგია, მაგრამ უფრო მეტი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, რომ 50-დან 55 ათასამდე სამედიცინო პერსონალი გვყავს და სასურველია ისინი ყველა იყვნენ აცრილები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ასევე გამყრელიძემ ანიშნა, რომ ყველა პოლიკლინიკა, რომელსაც ამცრელი კაბინეტები აქვს, გრიპის ვაქცინის შესაბამისი დოზებით მომარაგებულია.
მასალის გამოყენების პირობები






