საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა , რომ ქვეყნაში ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადება არ განიხილება , თუმცა რიგი შეზღუდვებისა გაიზრდება და კიდევ უფრო გამკცადრდება.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მხოლოდ დაწესება არ არის მთავარი , მნიშვნელოვანია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება.
"შეზღუდვებზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება საღამოს, ხვალ და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში. ლოქდაუნი, ანუ სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთამ ვუჰანში, ასეთი რამ არ განიხილება, განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომლის ნაწილიც დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება. ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება", - გამყრელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






