პერუს დროებითი პრეზიდენტი დაკავებული თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც მის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დარბევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.
მანუელ მერინო, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, აღნიშნულ თანამდებობას 1 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა. მან ჩაანაცვლა პრეზიდენტი მარტინ ვისკარა მას შემდეგ, რაც იგი მექრთამეობის ბრალდების ფონზე იმპიჩმენტის წესით იქნა გადაყენებული.
მას შემდეგ, რაც მარინოს გადადგომის მოთხოვნით გამართული დემონსტრაციები პოლიციამ დაარბია, მთავრობის დროებითი ხელმძღვანელის კაბინეტი თორმეთმა მინისტრმა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასობრივი პროტესტი ვისკარას გადაყენებასა და მისი მთავრობის დე ფაქტო ხელისუფლებით ჩანაცვლებას მოჰყვა, რასაც პერუელები სახელმწიფო გადატრიალებად მიიჩნევენ. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ქრთამის აღების ბრალდების გამო იმპიჩმენტზე თანხმობა 130 წევრიდან 105-მა განაცხადა. აღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო კი ვისკარას მხარდასაჭერად გამოსულ მომიტინგეთა სასტიკი დარბევა მოხდა, რა დროსაც 22 და 24 წლის ახალგაზრდები დაიღუპნენ. ორივე მათგანს სასიკვდილო ჭრილობები ლეტალური საბრძოლო იარაღით ჰქონდათ მიყენებული.
მასალის გამოყენების პირობები






