ინფორმაცია ერთ-რთმა პირველმა გამოცამა lenta.ru-მ გაავრცელა.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ მეცნიერთა დაკვირვებით რესპირატორული ვირუსები თავდაპირველად აზიანებს ადამიანის ყელს. სწავლულებმა კვლევის განმავლობაში დაადგინეს, რომ ამერიკულ ფოთლოვან მცენარე მცენარე არონიასა და მწვანე ჩაის ანტივირუსული ეფექტი გააჩნია.
მასალის მიხედვით, დიდხნიანი ლაბორატორიული კვლევებით დამტკიცდა, რომ ზემოხსენებული ამერიკული კულტურა, რომელსაც სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებების მკურნალობაშიც ძალზე დადებითი ეფექტი აქ, სარსისა და კოვიდ ვირუსულ ნაწილაკებს ორგანიზმში 97 %-ით ახშობს.
მკლევართა აზრით, აგრეთვე ძალზე დადებითი გავლენის მქონეა ბროწეულის წვენი, რომელსაც კორონავირუსის პათოგენების 80 %-ით დათრგუნვა შეუძლია. სამკურნალოდ და კოვიდ 19-ის განვითარების პრევენციისთვის პროდუქტიულია ასევე სხვა ნატურალური წვენები და მწვანე ჩაი, რომელთა სისტემატური მიღება ვირუსულ წარმონაქმნებს აუძლურებენ ადამიანის ორგანიზმში.
ნიუპოსტის რედაქციის შენიშვნა: კვლევის სანდოობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ ჯერჯერობით შეფასებული არ არის.
იმისათვის, რომ კვლევები საერთაშორისოდ აღიარებულმა ოქროს სტანდარტმა ვალიდურად ცნოს, აუცილებელია მისი სხვადასხვა პირობებში გამოცდა (ტემპერატურა, სინათლის სიხშირე, მჟავიანობა).




მასალის გამოყენების პირობები






