მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნბის მეორე ტური მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტური პარტიის ლიდერი, რუსული ორიენტაციის იგორ დოდონი და ექს პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ უპირისპირდებიან.
არჩევნების პირველ ტურში სანდუმ დოდონი დაამარცხა (36% პროცენტი 32-ის წინააღმდეგ) და ექსპერტები მას მეორე ტურში უპირობო გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.
დოდონი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთერთ ყველაზე პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევა, ხელისუფლებაში 2016 წელს მოვიდა. იგი მოსახლეობას სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას დაპირდა, თუმცა 4 წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია. თავიდან ის უარყოფდა კრემლისადმი სიმპატიებს, თუმცა მისი პირველი ვიზიტი სწორედ მოსკოვში შედგა, სადაც იგი პუტინს დაპირდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გააუქმებდა და "ევრაზიულ კავშირში" შევიდოდა. მოლდოვაში განვითარებული მოვლენების შედეგად მან კრემლს ეს დაპირება ვერ შეუსრულა.მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს მის მეორე ვადით არჩევას, თუმცა, დოდონი დამარცხდა და მეორე ტურში მისი შანსები ძალიან მცირეა.
არჩევნების პირველ ტურში დოდონის მარცხი ვლადიმერ პუტინმა მტკივნეულად აღიქვა.
"გარე ჩარევები "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" წევრი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩვენი უსაფრთხოებისთვის ღია მუქარას წარმოადგენს. ეს სრულად ეხება ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებსა და მოლდოვაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ბრძოლას," - განაცხადა პუტინმა 10 ნოემბერს ზ.ა. ორგანიზაციის სამიტზე.
ექსპერტების ვარაუდით, პუტინის შიშები მართლდება და ყირგიზეთის შემდეგ მოსკოვი ყველაზე ერთგულ მოკავშირეს მოლდოვაშიც დაკარგავს.
მასალის გამოყენების პირობები






