ინდონეზიაში პირბადეებს ვინც არ ატარებს სასჯელის განსხვავებული ფორმა მოუფიქრეს პოლიციელებმმა- კანონდამრღვევებს სამართალდამცავთა თვალწინ ჯარიმის გადახდა ე.წ აზიდვების გაკეთებით უწევთ.
სოციალურ მედიაში აღნიშული ფაქტის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა. ზემოხსენებული ფაქტი დაფიქსირდა ქალაქ ბანდა აკეში. ინდონეზიის მთელ ტერიტორიაზე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მათთვის ვინც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში პირბადეებს არ ატარებენ, სასჯელის სხვადასხვა ფორმით უსწორდებიან- ფულად ჯარიმებთან ერთად ისინი ვისაც თან ფული თანხა არ აღმოაჩნდებათ პოლიციელები უცნაურ სადამსჯელო ღონისძიებებსაც მიმართავენ.
სასჯელის ერთ-ერთი ფორმა არის აგრეთვე ქუჩების დასუფთავება და დაგვა. აგრეთვე პოლიციელთა მიერ კოვიდ პანდემიის განმავლობაში დაწესებული სამედიცინო წესების დარღვევისთვის განსაზღვრული აქვთ „დაჯარიმების“ ისეთი ფორმები, როგორიცაა: რამდენიმე საათით კუბოში წოლა, კანალიზაციის მილების გაწმენდა, მცხუნვარე მზის დროს ასფალტზე 30 წუთის განმავლობაში წამოწოლა.
იყო აგრეთვე შემთხვევები, როდესაც კანონდამრღვევებს კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანებისთვის საფლავები გაათხრევინეს. ქვეყანაში სულ 340 000 ჯარისკაცია მობილიზებული, რომლებიც ეხმარებიან მთავრობის უსაფრთხოების ძალებს კოვიდ 19-ის წესების უზრუნველყოფაში.
ინდონეზიაში კოვიდ 19-ის შემთხვევათა რაოდენობა 448 000-ზე მეტია, ხოლო დაღუპულთა რიცხვი კი 15 000-ს შეადგენს.


მასალის გამოყენების პირობები






