"ცრუა იმედები, თითქოს დეკემბრის ბილოსთვის საქართველოს ვაქცინა მოუწევს“ – ქართველი ექიმი კორონავირუსზე
საზოგადოება - 12:49, 13 Nov, 2020     1376

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში იმ ვაქცინის შესახებ საუბრობს, რომლის შექმნის თაობაზეც ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გეგეჭკორის თქმით, ილუზიაა, რომ საქართველოს ვაქცინა დეკემბრის ბოლოსთვის ექნება:

„ყველა კითხვის პასუხი აბსოლუტურად დამაიმედებელი რომც იყოს ფაიზერ-ბიოტექის ვაქცინა სამწუხაროდ პრობლემურია ლოჯისტიკის კუთხით. მის შენახვას განსაკუთრებული პირობები სჭირდება, -80C მაცივარში. ამის საშუალება ამერიკის წამყვან ჰოსპიტლებსაც კი არ გააჩნიათ. ამგვარი მაცივარი მხოლოდ სპეციფიური კვლევითი ცენტრების ძვირადღირებული ფუფუნებაა რამდენადაც ლიტერატურიდან ჩანს. ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის, ვაქცინას სრული ეფექტურობის პირობებშიც კი ლოჯისტიკური პრობლემა ექმნება და ჩემი აზრით, ცრუა იმედები, რასაც ამ დღეებში მედია საშუალებები ავრცელებენ, თითქოს დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს ფაიზერ-ბიოტექის ვაქცინა მოუსწრებს.

ფაიზერის გარდა კიდევ უამრავი სანდო კომპანია მუშაობს ვაქცინაზე, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ასე რომ გვირაბის ბოლოს, შეიძლება სინათლის უამრავი წყარო აღმოჩნდეს.

ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებთან ბრძოლაში ცრუ ან ნაკლებად სანდო იმედები საიმედო მეგობარი ვერ იქნება. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან რაც გვაქვს და ვეცადოთ ამ ეტაპისათვის თავი დავიცვათ მარტივი და იაფი პრევენციის საშუალებებით: ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა“, – წერს ნანა გეგეჭკორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42