"მართლა გული მეგლიჯება...პოლიცია გულშემატკივრებს უსაფრდება და აჯარიმებს" - ბუკია
საზოგადოება - 00:46, 13 Nov, 2020     2276

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშზე მისული ქომაგების ამბავს ეხმაურება.


როგორც ჟურნალისტი წერს, სამართალდამცველები, მარტო დარჩენილ ქომაგებს აჯარიმებენ.

„აი, ახლა პირდაპირ ეთერში ვუყურებ როგორ აჯარიმებს პოლიცია ამ ბიჭს 2000 ლარით.

ცრემლებს ვერ იკავებს და პოლიცია აჯარიმებს ისევ ტრადიციული მეთოდით: როგორც კი გულშემატკივრები სხვებს ჩამორჩებიან, პოლიცია მათ მოიმარტოხელებს და დაუყოვნებლივ აჯარიმებს.

მართლა გული მეგლიჯება თუ როგორ გამოიყურება პოლიციელი დღეს. გული მეწვის ყველა იმ პოლიციელის გამო, რომელსაც დაავალეს ჩაუსაფრდეს გულშემატკივარს, მიეპაროს და ასე დააჯარიმოს ის.

რატომ უნდა იმალებოდნენ და შემდეგ ეპარებოდნენ საკუთარ მოქალაქეებს ჩვენი პოლიციელები? ან ეს ბიჭი რას უნდა ფიქრობდეს ახლა? რას უნდა გრძნობდეს? ჯერ საკუთარ კარში გატანილი გოლის გამო (რომელიც მილიონობით ლარი გვიჯდება), ან თუნდაც ხალხისგან ჩარაზული სტადიონის გამო?

ან იმის გამო, რომ მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის აღმოჩნდა ადგილი გულშემატკივართა რიგებში.

რა დასკვნა უნდა გამოიტანოს?

რა უნდა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა ამ ისტორიიდან?

რომ ძალა აღმართს ხნავს? რომ სტადიონზე მხოლოდ „იმათი“ ადგილია და არა „ჩვენი“? რომ 2 000 ლარით ისჯება ის, ვისაც ზუსტად ისევე უნდება ფეხბურთის თამაში, როგორც ქალაქის მერს, პარლამენტარებს და სხვა თანამდებობის პირებს?

ეს თავჩაქინდრული ბიჭი ყველაზე კარგად გამოხატავს რა დღეშია ჩვენი საცოდავი ქვეყანა.

მას ეს თამაში 2 000 ლარი დაუჯდა. ხოლო მათ, ვინც სტადიონიდან გამოვიდა და ესკორტით ახლა ამ ბიჭს ჩაუქროლავს - გაცილებით ძვირს უნდა იხდიდნენ წესით. მაგრამ გადაიხდიან კი?

აი, ამიტომაც ვერ ვიგებთ ფეხბურთს. და ამიტომაც ვერ მივდივართ წინ“,- წერს ჟურნალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42