მსახიობმა მიშა გომიაშვილმა მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, ამის შესახებ გომიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა... მოგახსენებთ: კორონავირუსი, ღმერთის წყალობით, არ მაქვს!!! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს... (ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს!!! ვიწექი დიაგნოზით: მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი! გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტად...", - წერს მსახიობი.
მასალის გამოყენების პირობები






