რუსული სამხედრო ძალები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მისიაში დაკომპლექტდებიან საბრძოლო ვერტმფრენებით, MI-8-ებითა და MI-24-ებით. ამის შესახებ ინფორმაციას თვდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. რია ნოვოსტის თქმით, ერევანში უკვე ჩაიტანეს 8 საფრენი აპარატი, რომლებიც აქტიურად იპატრულირებენ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.
„ვერტმფრენები მოქმედებაში იქნებიან მოყვანილნი იმისათვის, რათა მიმდებარე რაიონებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და სამხედრო მოქმედებების პრევენციისთვის აუცილებელი სადამკვირვებლო-მონიტორინგული საქმიანობა იქნეს განხორციელებული.
გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე უკვე გადასროლილია 414 რუსი სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში მოქმედი სამხედრო, ათეულობით ჯავშანმანქანა და 8 ვერტმფრენი. საერთო ჯამში კი აღნიშულ ტერიტორიაზე უნდა განლაგდეს 1960 სამხედრო, 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ერთეული მანქანა და ა.შ
მასალის გამოყენების პირობები






