მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კაკლის რეგულარული მოხმარება ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. აღნიშნულ საკითხზე მონაცემები გამოქვეყნდა ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის მიერ.
ბარსელონას საავადმყოფოსა და ლომა ლინდას ექსპერტებმა ჩაატარეს ერთობლივი კვლევა, რომელშიც 700-მდე მოზრდილი ადამიანი იყო ჩართული. ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გამოიყო ორი ჯგუფი მოხალისეებისა-ისინი, რომლებიც რეგულარულად მიირთმევდნენ 30-იდან 60 გრამამდე კაკალს და ისინი, რომლებმაც კვების რაიონში აღნიშნული პროდუქტი არ შეიტანეს.
დაკვირვებებისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მოიხმარდნენ აქტიურად კაკალს, ანთებითი პროცესების ბიომარკერები 10-იდან 6-მდე შეუმცირდათ - ეს კი გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული ადამიანების შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდა გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.
მასალის გამოყენების პირობები






