მამის უმძიმესი განაჩენი და შურისძიება ქალიშვილზე - გოგონას, რომელმაც პოლიციაში მუშაობა დაიწყო, თვალები დათხარეს
მსოფლიო - 11:51, 11 Nov, 2020     6272

უკანასკნელი რამ, რაც 33 წლის ხატერამ ნახა, იყო მოტოციკლზე მსხდომი სამი მამაკაცი, რომლებიც მას მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც იგი სამსახურიდან, პოლიციის შენობიდან გამოდიოდა. ბოროტმოქმედებმა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და აგრეთვე დანითაც დაჭრეს თვალების არეში. აღნიშული შემთხვევა ავღანეთის ცენტრალურ პროვინციაში, ღაზნიში მოხდა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც გაიღვიძა სრული სიბნელე იყო ირგვლივ- „ ვკითხე ექიმებს თუ რატომ ვერ ვხედავდი ვერაფერს, რაზეც მიპასუხეს, რომ თვალები ჭრილობების გამო შეხვეული მქონდა, თუმცა უმალვე მივხვდი, რომ ვერასოდეს ვერ დავინახავდი, რადგან თვალები რეალურად აღარ მქონდა“...

ხატერა და ადგილობრივი სამართლდამცავები მომხდარ თავდასხმაში თალიბანის მებრძოლებს ადანაშაულებენ. თალიბანი კი თავის მხრივ უარყოფს მომხდარში მონაწილეობას და აცხადებს, რომ თავდამსხმელები მსხვერპლის მამის მითითბით მოქმედებდნენ, რადგან მშობელს არ სურდა, რომ მის შვილს სახლისგან მოშორებით ემუშავა, სწორედ ამიტომ მამამ გადაწყვიტა შვილის დასჯა იმის გამო, რომ მის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხატერა მუდამ ოცნებოდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ქალი და ჰქონოდა თავისი პროფესია, რომელსაც მამა უზღუდავდა. შვილი მშობლის მუქარებსა და გაფრთხილებებს მაინც არ დაემორჩილა და ღაზნის პოლიციის დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა.

ხატერას განხადებით, არაერთხელ შეამჩინა, რომ როდესაც იგი სამსახურში მოდიოდა, მამამისი უკან მოყვებოდა, რომელმაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო ახლო კონტაქტის დამყარება თალიბანთან, რომელთაც დაავალა, რომ შვილისთვის სამსახურში სიარული რაიმე ფორმით შეეზღუდათ და ისე მოეწყოთ ყველაფერი, რომ ხატერას სამსახურში აღარ ევლო. გავრცელებული ინფორმაციით, თალიბანს გადასცეს ქალის პირადობის მოწმობის ასლი, რომლის შემდეგაც რამდენიმე დღეში მოხდა მსხვერპლზე თავდასხმა.

ღაზნის პოლიციის სპიკერმა დაადასტურა, რომ აღნიშნული თავდასხმის შემსრულებელი ორგანიზაცია თალიბანის წევრები არიან, რომლებსაც თავდასხმა ხატერას მამამ შეუკვეთა- იგი ამჟამად პატიმრობაშია. მსხვერპლის დედა კი ამ დრომდე ხატერას ადანაშაულებს იმაში, რომ მან საკუთარი მშობელი ამხილა და დააპატიმრებინა სამართალდამცავებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42