34 წლის მამაკაცს, რომელმაც 14 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის მოძალადე მოკლა, 14 წლიანი პატინრობა მიუსაჯეს
მსოფლიო - 11:19, 11 Nov, 2020     6319

რუსეთში მექანიკოსი, რომელმაც 14 წლის ბიჭი პედოფილის "კლანჭებისგან" იხსნა და ბოროტმოქმედი მოკლა, დააკავეს- იგი სამართალდამცავი უწყებების მიერ მკვლელობის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცემა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა მის მხარდასაჭერად და 70 000-მა ადამიანმა პეტიციას ხელი მოაწერა 34 წლის ვლადიმირ სანკინის გასათავისუფლებლად, მას მაინც 14 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც 10 წლის აღელვებული ბიჭი წინ გადაუდგა და სთხოვა დახმარებოდა თავის 14 წლის მეგობარს, რომელიც მოძალადე 54 წლის ვლადიმირ ზაიცევს ქალაქ უფაში, საკუთარ საცხოვრებელში ჰყავდა დამწყვდეული. აღნიშნული მოძალადე მამაკაცი, სექსუალური ძალადობის ბრალდებით წარსულში სამჯერ იყო ნასამართლევი- ერთ-ერთი შემთხვევის დროს კი საკთარ შვილზეც იძალადა.

სანკინის თქმით, იგი შეიჭრა საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ბიჭის ტირილის ხმა გამოდიოდა. მისი განცხადებით, ბავშვი შიშველ მდგომარეობაში იყო- მას მოძალადემ უბრძანა, რომ გაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა და მის სხეულს დაანაწევრებდა. მას შემდეგ, რაც სანკინმა ბიჭი გაათავისუფლა, მან მოძალადე მამაკაცი გარეთ გაიყვანა და ხის ჯოხით სცემა.

მძიმე დაზიანებების ფონზე მამაკაცი გარდაიცვალა. სანკინი კი დააკავეს და მკვლელობისა და დაზიანებების განზრახ მიყენების ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს.

სანკინის თქმით, მის ადგილას ყველა მამაკაცი ასევე მოიქცეოდა, იგი აღნიშნავს, რომ არ ეგონა მოძალადე თუ შემოაკვდებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42