„კაპიტალის გადინება უკრაინიდან უფრო მეტი იქნება, ვიდრე ნებისმიერი ფინანსური დახმარება რუსეთიდან“
მსოფლიო - 18:45, 28 Nov, 2013     2097

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირებაში პაუზის შესახებ, გამოიწვევს ქვეყნიდან ინვესტიციების მასიურ გადინებას  და მხოლოდ დაამძიმებს მის ფინანსურ პრობლემებს, თვლის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი.

„ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება საჯაროდ ახორციელებს, ეს პოლიტიკა არალოგიკურია. შემიძლია მხოლოდ ერთი დავამატო, მზად ვარ სანაძლეო დავდო, რომ კაპიტალის გადინება უკრაინიდან უფრო მეტი იქნება, ვიდრე ნებისმიერი ფინანსური დახმარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაზე ვილნიუსში.

ბილდტმა დასძინა, რომ არავინ ჩადებს მილიონებს „შავ ხვრელში“. „ამიტომ იმ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ინვესტირებას ახდენს, უნდა იყოს გამჭვირვალე და სტაბილური. უნდა არსებობდე ნდობა რომ ჩადებული ფული არ დაიკარგება“, - აღნიშნა კარლ ბილდტმა.

მისი თქმით, სწორედ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა გამოიწვევდა ინვესტიციების მოზიდვას. „მაგრამ ჩვენ პასუხად გვესმის: კი, ჩვენ ფული გვჭირდება, მაგრამ არ გვინდა თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე შეთანხმება და ეს ქვეყანას ძალიან დაუცველ მდგომარეობაში აგდებს. იცის ამის შესახებ იანუკოვიჩმა? ასეთ არჩევანს შეგნებულად აკეთებს? შესაძლოა. შეიძლება, ის ამას შეუგნებლად აკეთებს“, - თქვა ბილდტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42