აზერბაიჯანის , რუსეთისა და სომხეთის ლიდერების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები შევლენ. სამხედრო კონტიგენტის რაოდენობად განსაზღვრულია 1960 ქვეითი სამხედრო, 380 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და 90 ჯავშანტრანსპორტიორი. აღნიშნული სამხედრო ნაწილები განლაგდებიან ლაჩინის დერეფნისა და მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის გასწვრივ.
„ყარაბაღის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას სამართლიანობის საფუძველზე , რაც გამომდინარეობს აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის ინტერესებიდან“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
სოციალურ მედიაში უკვე გავრცელდა კადრები, თუ როგორ მიემართება რუსული სამხედრო კოლონა ყარაბაღის მიმართულებით. კადრებში ჩანან სამხედრო-საპატრულო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები და აგრეთვე ქვეით მებრძოლთა გადამყვანი სატვირთო-სატრანსპორტო ავტომობილები.
რუსული მედია ავრცელებს აგრეთვე მორიგ ვიდეოს, რომელიც ასახავს სამხედრო -სატრანსპორტო თვითმფრინავში სამხედრო ტექნიკითა განთავსების ფაქტს. თვითმფრინავში აგრეთვე იმყოფებიან რუსი მებრძოლები, რომლებიც მიემართებიან ყარაბაღში ე.წ მშვიდობისმყოფელთა მისიის შესასრულებლად.
მასალის გამოყენების პირობები






