1. კორონავირუსი
საარჩევნო კამპანიის არასტანდარტულობა სწორედ კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა, რომელმაც აშშ-ში 230 000 ადამიანი იმსხვერპლა. ამასთან, სავარაუდოდ, სწორედ ის გახდა ტრამპის მარცხის ნომერ პირველი ფაქტორი, ამ საფრთხეს თავად ტრამპიც გრძნობდა და ცდილობდა მის განეიტრალებას, მაგრამ ამაოდ.
პანდემიის გამო შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ვარდნამ მას მისი მთავარი კოზირი წაართვა - სწრაფი ეკონომიკური ზრდა მმართველობის პირველ წლებში. ამასთან, ამერიკელთა უმრავლესობა პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს, რომელიც პრეზიდენტმა გამოიყენა არასაკმარისად და არეფექტურად თვლიდა. სწორედ პანდემიის გამო დაეცა ზაფხულში ტრამპის რეიტინგი 38%-მდე. სოციოლოგიური ცენტრი Pew Research-ი ოქტომბრის კვლევაზე დაყრდნობით თვლის, რომ ბაიდენს ამ ფაქტორმა 17%-იანი უპირატესობა მიანიჭა.
2. კულისებს მიღმა ჩატარებული კამპანიაჯო ბაიდენი ის პოლიტიკოსია, რომელიც არაერთხელ ჩავარდნია უხერხულ მდგომარეობაში თავისი გამონათქვამების გამო. ექსპერტების აზრით, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ბაიდენი დემოკრატების პრაიმერისზე ორჯერ დამარცხდა 1987 და 2007 წლებში.
მესამე კამპანიის დროს ის შეცდომებს ასევე უშვებდა, მაგრამ ისინი ნაკლებად ჩანდა. ბაიდენის შტაბმა გამოიყენა კორონაპანდემია და სტრატეგია ისე ააწყო, რომ კანდიდატი ხალხის წინ ნაკლებად გამოჩენილიყო, ატარებდა ნაკლებ ღონისძიებებს, რათა ბაიდენის წინდაუხედავი გამონათქვამები და რაც მთავარია, გადაღლილობა ხალხს არ დაენახა და მას რაიმე სერიოზული ლაფსუსი არ დაეშვა.
ჩვეულებრივ პირობებში ეს სტრატეგია უარყოფით შედეგს მოიტანდა და ტრამპის არაერთი დაცინვა "დამალული მოწონააღმდეგის" მისამართით შედეგს გამოიღებდა, მაგრამ კორონავირუსმა ის გაანეიტრალა და ამომრჩეველს, რომელიც ძირითადად მოვლენებს ტვ-ეთერითა და ინტერნეტით ადევნებდა თვალს, ბაიდენის კულისებს მიღმა ყოფნა არ გაჰკვირვებია და არ გაუღიზიანებია. შედეგად ბაიდენი დუმდა ხოლო ტრამპი ბევრს ლაპარაკობდა და ხშირად ხდებოდა მის გამონათქვამების გამო კრიტიკის ობიექტი.
3. "ბაიდენმა მეტი ხმა მიიღო, რადგან ის ტრამპი არ იყო"
დემოკრატების კიდევ ერთი სწორი ნაბიჯი ის იყო, რომ სტრატეგია იმ ფაქტზეც ააგეს, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ტრამპით, როგორც პიროვნებით "დაიღალა". მოსახლეობის დიდ ნაწილს კონფლიქტური ტრამპის ნაცვლად, მშვიდ და სტაბილურ ლიდერის ხილვა სურდათ. ბაიდენის მომხრეთა ხშირად გამეორებადი ფრაზი იყო, რომ მისი გამარჯვების შემდეგ ამერიკელებს "აღარ დასჭირდებოდათ პოლიტიკაზე ფიქრი". იგულისხმებოდა, რომ ეს ფრაზა ხუმრობით იყო ნათქვამი, თუმცა, ხუმრობაში ხომ ყოველთვის არის სიმართლის მარცვალი.
4. ცენტრიზმი
პრაიმერისის დროს ჯო ბაიდენი მოწინააღმდეგენი გამოკვეთილი მემარცხენეები ბერნი სანდერსი და ელიზაბეთ უორენი იყვნენ, თავად ჯომ კი ცენტრისტული პოზიცია დაიკავა. მან უარი განაცხადა ისეთ ლოზუნგებზე, როგორიცაა უფასო სახელმწიფო ჯანდაცვა, უფასო უმაღლესი განათლება, რამაც მის მიმართ სიმპატიები გაუჩინა ზომიერ ამომრჩევლებსა და მერყევ რესპუბლიკელებს შორისაც კი. ერთადერთი რაშიც ბაიდენი დაეთანხმა სანდერსსა და უორენს, კლიმატური ცვლილებების საკითხია.
5. მეტი ფული
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტრამპთან შედარებით ბაიდენმა 144 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. ეს იმ დროს, როცა კამპანიის დასაწყისში ტრამპს საარჩევნოდ უკვე შეგროვებული ჰქონდა 1 მილაირსი, ხოლო ბაიდენის სალარო ცარიელი იყო. თუმცა აპრილის დასაწყისიდან მისი შემოწირულობების რიცხვი და რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა და არჩევნების დღისთვის მან რესპუბლიკელები რეკლამებით ფაქტობრივად დაახრჩო.
მართალია, დახარჯული ფული ბევრს არაფერს ნიშნავს, 4 წლის წინ ჰილარი კლინტონის ხარჯებიც გაცილებით აღემატებოდა ტრამპისას, მაგრამ აქ პროცესში კვლავ კამპანიის არასტანდარტულობა ჩაერია - განვმეორდებით, კორონაპანდემიის გამო ამომრჩეველი ძირითადად, ტელეეკრანს და ინტერნეტს იყო მიჯაჭვული. ამასთან, ბაიდენის შტაბმა რეკლამაში დიდი ფული დახარჯკა არა მარტო ე.წ. მერყევ, არამედ ტრადიციულად რესპუბლიკელების მომხრე შტატებშიც კი. მართალია, ამან ყველგან არ იმუშავა, მაგრამ ფაქტია, "რესპუბლიკურ" არიზონაში ჯო ბაიდენმა ტრამპი დაამარცხა.
მასალის გამოყენების პირობები






