პაციენტების უმრავლესობა გადარჩებოდა, დაავადების დასაწყისში რომ მიემართათ საავადმყოფოსთვის - თენგიზ ცერცვაძე
COVID-19 - 19:37, 09 Nov, 2020     1945

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პაციენტების უმრავლესობა, რომლებიც გარდაიცვალა, გადარჩებოდა ექიმისთვის დროულად, რომ მიემართათ.

„ჩვენ გავაკეთეთ ბოლო ორ თვეში გარდაცვალების შემთხვევების ანალიზი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყველა იმ მიზეზის გარდა, რომელიც ცნობილია, ეს არის საკუთრივ დაავადების სიმძიმე, მისი სასიკვდილო გართულებები და ა.შ. სიკვდილის მიზეზი საკმაოდ ხშირად საქართველოში, ჩვენს სინამდვილეში არის არა ის, რომ ის ექიმმა დატოვა სახლში ან კლინიკამ ვერ მიიღო დროზე, ასეთი შემთხვევები ერთეულია, არის ის, რომ ის სახლში იყო, ჰქონდა დაავადება, კოვიდის ტიპური ნიშნები და მას არ სჯეროდა, არ უნდოდა დაეჯერებინა ის, რომ მას შეიძლება, კოვიდი ჰქონდეს. ისინი კატეგორიულად არ მიმართავდნენ ექიმს.

ვიმეორებ, ეს არის არა ის შემთხვევა, როცა ექიმს მიმართე, მაგრამ ექიმმა დროულად ვერ მოახდინა რეაგირება, ეს ცალკე საკითხია, ვამახვილებ ყურადღებას იმ შემთხვევებზე და ავადმყოფებზე, რომლებიც ბინაზე რამდენიმე დღის, ერთი კვირის, ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, ჰქონდათ მაღალი ტემპერატურა, კოვიდისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი, მაგრამ მაინც თვლიდნენ, რომ მათ აქვთ გრიპი, ან ფილტვების ანთება, სხვა რამე და არ მიმართავდნენ ექიმს, როცა მიმართავდნენ და მოჰყავდათ სასწრაფოთი სავადმყოფოში, ისინი უკიდურესად დამძიმებულნი იყვნენ, უკვე სჭირდებოდათ მომენტალურად მართვის სუნთქვაზე გადაყვანა, ინტუბაცია და ასეთი პაციენტების 80-90 პროცენტი იღუპებოდა.

ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი შემთხვევა, რადგან როცა ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ავადმყოფობას ვერ ვერევით, როდესაც სასწრაფო დახმარება, ონლაინ ექიმები ან ჰოსპიტლები გადატვირთულია და რამდენიმე საათით ან შეიძლება ერთი ორი დღით, ვერ ხერხდება პაციენტის მომსახურება, ცუდია, მაგრამ ობიექტურად ზოგჯერ ასე ხდება, თუმცა, როცა პაციენტი საკუთარი უყურადღებობის და ოჯახის წევრების უყურადღებობის გამო მძიმდება სახლში ისე, რომ არ მიმართავს ექიმს, ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი, რადგან ჩვენი ანალიზის მიხედვით, ასეთი პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობის გადარჩენა მოხერხდებოდა, მათ რომ დაავადების დასაწყისში მიემართათ საავადმყოფოსთვის. გთხოვ, გაითვალისწინეთ ეს მომენტი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42