ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია და მათ შორის ყველაზე ასაკოვანი - იგი 77 წლისაა. ბაიდენს დრაგიკული პირადი ცხოვრება აქვს გატარევული - პირველ ქორწინებაში გარდაეცვალა მეუღლე და თვეების ქალიშვილი ავტოავარიაში, ხოლო 2015 წელს - 46 წლის ვაჟი, რომელიც მეორე ქორწინებიდან ჰყავდა.
ჯო ბაიდენის მშობლები იყვნენ კეტრინ ევგენია „ჯინ“ ბაიდენი (გათხოვებამდე ფინეგანი) (1917–2010) და ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ უფროსი (1915–2002). ბაიდენი კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. დასა და ორ ძმას შორის იგი ყველაზე უფროსი იყო.

ჯოს დაბადებისას, ბაიდენების შეძლებული ოჯახი მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახი ბაიდენის დედის მშობლებთან ცხოვრობდა. 1953 წლიდან ოჯახი დელავერის შტატის ქალაქ კლეიმონტში, ხოლო მოგვიანებით ქალაქ უილმინგტონში ცხოვრობდა.
ბაიდენმა სკოლა 1961 წელს დაამთავრა.
ჯო ბაიდენი დელავერის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც 1965 წელს ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, 1968 წელს კი სირაკუზის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.
1970 წელს აირჩიეს ნიუ-კასლის ოლქის საბჭოს წევრად. 1972 წელს გახდა ამერიკის სენატის წევრი დელავერის შტატიდან და იყო მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა სენატორი ამერიკის ისტორიაში. დიდი ხნის განმავლობაში იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, შემდეგ კი მისი თავმჯდომარე. 1991 წელს სპარსეთის ყურის ომის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა მხარს უჭერდა აღმოსავლეთ ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას და მის ჩარევას იუგოსლავიის ომებში 1990-იან წლებში.
2002 წელს მხარი დაუჭირა რეზოლუციას ერაყთან ომის დაწყების შესახებ, მაგრამ არ დაეთანხმა 2007 წელს აქ ამერიკის ჯარის რიცხოვნობის გაზრდას.
1987–1995 წლებში ხელმძღვანელობდა ამერიკის სენატის იურიდიულ კომიტეტს, რომელიც დაკავებული იყო ნარკოპოლიტიკის, კრიმინალის აღმოფხვრისა და სამოქალაქო თავისუფლების საკითხებით; ბაიდენი მეთაურობდა ძალადობრივი დანაშაულის კონტროლისა და სამართალდაცვის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონის მიღებას; ზედამხედველობას უწევდა ამერიკის უზენაესი სასამართლოში მოსამართლეების თანამდებობაზე დამტკიცების საკითხთან დაკავშირებით გამართულ 6 მოსმენას, მათ შორის 2 ყველაზე საკამათოს.
ორჯერ (1988 და 2008 წლებში) უშედეგოდ წამოაყენა კანდიდატურა, რათა გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან; პირველად ნილ კინოკი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი, მეორე ჯერზე — ბარაკ ობამა.
ჯო ბაიდენი ექვსჯერ აირჩიეს დელავერის სენატორად. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ, ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. იქამდე (2009 წლამდე) იგი მეოთხე ყველაზე ხნიერი სენატორი იყო. ობამა და ბაიდენი 2012 წელს ხელახლა აირჩიეს.

2009 წელს, ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ზედამხედველობდა ინფრასტრუქტურის ხარჯებს, რათა წინააღმდეგობა გაეწია დიდი რეცესიისათვის. რესპუბლიკელებთან მისი მოლაპარაკების შედეგად, 2010 წელს მოხერხდა გადასახადების ფასდაკლების კანონის მიღება, რომელმაც ქვეყანა საგადასახადო ჩიხიდან გამოიყვანა; 2011 წელს მიიღეს საბიუჯეტო კონტროლის კანონი, რომელმაც მაქსიმალური სავალო ზღვრის კრიზისი გადაჭრა, 2012 წელს ძალაში შევიდა ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა საშეღავათო კანონი, რომელიც მიმართული იყო მოახლოებული ე. წ. „ფისკალური კლდის“ წინააღმდეგ.
ბაიდენი ხელმძღვანელობდა აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, მხარს უჭერდა ლიბიაში სამხედრო ინტერვენციას, ერაყიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის გზით დახმარება გაუწია ერაყის მიმართ ამერიკის პოლიტიკის ფორმულირებას.
2012 წელს სენდი-ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ ხელმძღვანელობდა იარაღით ძალადობის შემსწავლელ სპეცკომისიას.
2017 წელს ობამამ ბაიდენი დააჯილდოვა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.
2009 წელს ჯო ბაიდენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილმა ის საქართველოს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
2019 წლის აპრილში ბაიდენმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 2020 წლის ივნისში, არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭირო დემოკრატიული პარტიის დელეგატთა მხარდაჭერის ბარიერს მიაღწია და 11 აგვისტოს კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად გამოაცხადა.
ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 2021 წლის 20 იანვარს დაიავებს.

მასალის გამოყენების პირობები






