უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 345 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
“ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 612. 4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 282, აჭარაში - 740. მძიმე პაციენტი გვყავს - 585, მათ შორის, თბილისში - 278, აჭარაში - 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი - მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 98.
2 599 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 299 - აჭარაში, ხოლო 849 - თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში-1 346.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 731 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში - 15 693, იმერეთში - 4 301", - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






